ამერიკაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერია. სულ ცოტა ხნის წინ ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ წამოუდგა ფეხზე „პარიზის მოდის კვირეულზე“ მთელი დარბაზი მას, ოვაციები არ წყდებოდა. ჩვენც სიამაყით აღსავსენი დემნას თითოეულ წარმატებას დიდი სიხარულით ვადევნებთ თვალს.
საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა
ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ დიზაინერი საკულტო ანიმაციაში, „სიმპსონები“ გამოჩნდა. „ბალენსიაგამ“ ანიმაციის შემქმნელებთან ითანამშრომლა, რათა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარედგინა.
„სიმპსონები, თავისი ირონიული ტონისა და ცოტათი გულუბრყვილო რომანტიკით ყოველთვის მიყვარდა“, – აცხადებს დემნა და „ინსტაგრამზე“ არაერთ ვიდეოს ავრცელებს.
შეგახსენებთ, წლევანდელ „მეტ გალაზე“ დემნა გვასალია ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერი გახდა. მან არაერთი ვარსკვლავის ჩაცმულობაზე იზრუნა.
კიმ კარდაშიანის და დემნა გვასალიას ეპიკური გამოჩენა Met Gala-ზე
ნიკოლ კიდმანი და ბილი აილიში დემნა გვასალიას ნამუშევრებით მსოფლიო მოდის ჟურნალებს ამშვენებენ
დემნა გვასალიას მორიგი შედევრი – კიმ კარდაშიანის მეორე ეფექტური გამოჩენა