Bentley-მ თავისი პირველი ელექტრომობილის კონცეპტი – Exp 15 – წარადგინა. ესაა ავტომობილი უჩვეულო ფორმითა და დიზაინით, რომელიც არც ისე ჰგავს Bentley-ს კლასიკურ სტილს. როგორც ბრიტანული ბრენდი აცხადებს, Exp 15 არ არის წარმოებისა და გაყიდვისთვის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ „მომავალი Bentley-ების დიზაინის მინიშნებებს“ იძლევა. ტექნიკური მახასიათებლები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
Exp 15 – ბრენდის აღწერით – არის სედანი, რომელიც აერთიანებს სედანის, კუპესა და კროსოვერის ელემენტებს. მანქანას თითქმის ვერტიკალური წინა ნაწილი აქვს, რომელიც განათებული დეკორატიული პანელითაა დაჩრდილული – Bentley მას „ციფრული ხელოვნების ნიმუშს“ უწოდებს.
ფორმა და ექსტერიერი:
Exp 15-ს ვერტიკალური წინა განათება, გამოკვეთილი კაპოტი, დახრილი წინა საყრდენები და უკანა ნაწილში – აქტიური სპოილერი და დიფუზორი აქვს.
მთლიანი სიგრძე ცოტათი აღემატება 5 მეტრს, რაც მას უფრო კომპაქტურს ხდის, ვიდრე 5.3-მეტრიანი Flying Spur.
კარები და ინტერიერი:
მოდელს მხოლოდ სამი კარი აქვს,
ერთი – მძღოლის მხარეს
ორი – მგზავრების მხარეს.
წინ მგზავრის სავარძელი არ არსებობს – ეს სივრცე განკუთვნილია ალტერნატიული გამოყენებისთვის: შეიძლება განათავსოთ ჩემოდანი, დადგათ ცხოველის საწოლი ან გადმოიტანოთ უკანა სავარძელი წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, Bentley-ის სერიული ელექტრომობილი 2026 წელს გამოვა და შესაძლოა Porsche Cayenne Electric-ის პლატფორმაც გამოიყენოს.
ეს კონცეპტი კი უბრალოდ მომავლის Bentley-ის ხედვაა.






