38 წლის პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი ნამდვილი „ინსტაგრამის დედოფალია“. ის სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქტიურიბს და საზოგადოებას ცხოვრებისეული მოვლენის ამსახველ ფოტო თუ ვიდეო მასალას უზიარებს.
გასულ თვეს, ხანგრძლივი თვითიზოლაციის შემდეგ ბრიტნი, თავის 26 წლის შეყვარებულთან, სემ ასგარისთან ერთად სანაპიროს ეწვია. ინტერნეტში წყვილის ფოტოები გავრცელდა, ისინი სანაპიროზე რუჯს ვირუსისგან დამცავი პირბადეებით იღებდნენ.
ბრიტნიმ რამდენიმე საათის წინ ახალი ფოტო გაავრცელა, წყვილი კვლავაც სანაპიროზე იმყოფება, ისინი ახლა უკვე ველოსიპედებით სეირნობენ.
შეგახსენებთ, წყვილი ერთად უკვე 4 წელია არის. ბრიტნი სპირსი ღიად აცხადებს, რომ მას ურთიერთობის ახალ ეტაპზე სურს გადასვლა.