LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დღე და ღამე – პაპარაცების ობიექტივში აღბეჭდილი „შავი პანტერას“ გლამურული უქმეები

148
page

51 წლის ტოპ მოდელმა, ნაომი კემპბელმა არდადეგები ყატარში გაატარა. მისი აღმოსავლური  ვოიაჟი დასრულდა და „შავი პანტერა“ კვლავ დაუბრუნდა „ანგელოზების ქალაქს“.

ფოტო: „როდესაც უდაბნო და ზღვა ერთმანეთს ერწყმის“ – ნაომი კემპბელის ეგზოტიკური ვოიაჟი ყატარში 

ფოტო: ნაომი კემპბელი წითელ ხალიჩაზე, შეიხთან ერთად, არაბულ საპატარძლო კაბაში გამოჩნდა 

გასული უქმეები ლეგენდარული მოდელისთვის დატვირთული იყო. ის ჯერ ლოს-ანჯელესის ქუჩაში, საოცრად საქმიანი სატელეფონო საუბრის დროს გადაიღეს, მოგვიანებით კი ის პრესტიჟულ უბანში წვეულებას ესტუმრა. შედეგად პაპარაცების ობიექტივმა ნაომის დღისა და ღამის გასეირნება აღბეჭდა.

რაც შეეხება მის ჩაცმულობას, დღისით კემპბელმა თეთრი, თავისუფალი სტილის ზედა მოირგო, რომელსაც შავი „ლეგინსები“ და ბათინკები შეუხამა. წვეულებაზე კი ის ხავერდის ლაბადაში გამოწყობილი გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები