LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ემი უაინჰაუსის კაბები აუქციონზე 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

122
page

როგორც ცნობილია, ლეგენდარული მომღერლის, ემი უაინჰაუსის ნივთები აუქციონზე გაიტანეს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ არტისტის კუთვნილი კაბები 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობისთვის, ერთ-ერთი კაბა ემის ბოლო კონცერტზე ეცვა.

აუქციონიდან შემოსული მთელი თანხა ფონდში გადაირიცხება, რომელიც უაინჰაუსის მშობლებმა შექმნეს და რომელიც მიზნად პრობლემური და ნარკოდამოკიდებული თინეიჯერების მხარდაჭერას ისახავს.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ არტისტის შესახებ „ბიბისი“ ახალ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. „ემი უაინჰაუსი: 10 წლის შემდეგ“ – ასე ერქმევა ფილმს, რომელიც მუსიკოსის დედის, ჯენი უაინჰაუსის მონათხრობზე იქნება დაფუძნებული.

„მსურს მსოფლიოს ნამდვილი ემი გავაცნო“ – „ბიბისი“ ემი უაინჰაუსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

კურტ კობეინი, ემი უაინჰაუსი, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯიმ მორისონი – ხელოვნურმა ინტელექტმა „კლუბ 27“- ის წევრების ახალი სიმღერები შექმნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები