როგორც ცნობილია, იტალიაში ბიოგრაფიული ფილმის, „გუჩის სახლის“ გადაღებები მიმდმინარეობს, რომელშიც ლედი გაგა, ადამ დრაივერი, ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო და ჯერემი აირონსი მონაწილეობენ, ფილმის რეჟისორი კი რიდლი სკოტია.
„მისტერ და მისის გუჩი“ – „გუჩის სახლის“ გადაღებები სრულდება
ამჯერად პაპარაცების ობიექტივში 80 წლის ლეგენდარული მსახიობი, ალ პაჩინო მოხვდა, რომელიც ფილმში ალდო გუჩის როლს ასრულებს. ის მილანის სასტუმროდან, Palazzo Parigi Hotel & Grand Spa გამოდიოდა. ქუჩაში ვარსკვლავს უამრავი ჟურნალისტი და თაყვანისმცემელი ელოდა, რომლებმაც ის ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს.
მსახიობი ჩვეული თავშეკავებულობით გამოირჩეოდა და გულდასმით არიგებდა ავტოგრაფებს. მას შავ შარვალსა და სვიტერზე ლურჯი პალტო ჰქონდა მოცმული. 80 წლის პაჩინო შეუდარებელ ფორმაში იყო.
შეგახსენებთ, გასულ თვეს, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ვარსკვლავი პაპარაცებმა ბევერლი ჰილზის პრესტიჟულ რესტორანში, ახალგაზრდა გოგონასთან ერთად დააფიქსირეს, რომლის ვინაობის გარკვევაც მედიამ ვერ მოახერხა.