26 წლის ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი ინდივიდუალური ჩაცმის სტილით გამოირჩევა. ის მოდის სამყაროშიც დიდი პოპულარობით სარგებლოს. ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცადაც ითვლება.
ცოტა ხნის წინ არტისტი „ვოგის“ დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა და ამით პირველი მამაკაცი გახდა, რომელმაც ამერიკული გამოცემის სოლო გარეკანი დაამშვენა. რაც შეეხება მის „ლუქებს“, ვარსკვლავმა „გუჩის“ ტანისამოსი მოირგო და არც ავანგარდული კაბების ჩაცმას მოერიდა.