Honda-მ ელექტრონული სედანი და კროსოვერი წარმოადგინა. თითქმის ერთი წლის წინ იაპონურმა კომპანიამ „ელემენტიანი“ მანქანების კონცეპტები – სედანი და ფუტურისტული ვიზუალის მინივენი აჩვენა გულშემატკივრებს. ამჯერად კი Honda-მ გამოაქვეყნა თიზერი, სადაც წარმოდგენილია სერიულ ხაზთან მაქსიმალურად მიახლოებული პროტოტიპები. თუმცა, მინივენის ნაცვლად ეს კროსოვერია. პრემიერა ლას-ვეგასის CES-2025-ის გამოფენაზე შედგა.
პროტოტიპი Saloon EV-ს ძალიან ჰგავს და მას სედანისთვის უჩვეულო მოცულობითი ძარა აქვს. მოდელმა ორიგინალური ოპტიკაც მიიღო და უკანა ხედვის ტრადიციული სარკეების გარეშე დარჩა.
2026 წლისთვის სერიას კიდევ ერთი კროსოვერი, ხოლო 2027 წლიდან დიდი ყველგანმავალიც შეუერთდება.
2030 წლისთვის Honda მთელი მსოფლიოს მასშტაბით 0 Series 7 მოდელს გაყიდის.