LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იდეალურ ფორმაში მყოფი კეტი ჰოლმსის ცხელი კოცნა მანჰეტენზე

261
page

ტომ კრუზთან განქორწინებისა და ჯეიმი ფოქსთან რომანის შემდეგ, 41 წლის მსახიობის, კეტი ჰოლმსის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. თუკი ვარსკვლავი პირად ცხოვრებას მუდამ საიდუმლოდ ტოვებდა, ახლა ის თავის ახალ რჩეულს, 33 წლის შეფ-მზარეულს, ემილიო ვიტოლოს საჯარო სივრცეში, მანჰეტენზე, მხურვალედ კოცნის.

წყვილის რომანის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ისინი ნიუ-იორკის ქუჩებში კოცნის დროს დააფიქსირეს. ახლა კი მათ პაემანი მანჰეტენზე ჰქონდათ. სწორედ იქ  გადაიღეს პაპარაცებმა შეყვარებულები. კეტი საოცარ ფორმაში იყო, მას თავისუფალი სტილის ტანისამოსი ეცვა და ქუჩაში მომღიმარი სახით გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, ვიტოლოს მამა, რესტორნის  Emilio’s Ballato მფლობელია, რომელიც ვარსკვლავებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები