მაშინ, როდესაც თვითიზოლაციაში გატარებული 3 თვის შემდეგ ქალბატონები წონაში მატებასა და ფორმის დაკარგვას უჩივიან, 50 წლის ჯენიფერ ლოპესი კვლავ ყურადღების ცენტრშია და კიდევ ერთხელ იწვევს საზოგადოების აღფრთოვანებას.
სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავი და მისი საქმრო, ალექს რიდრიგესი მალიბუს სახლთან დააფიქსირეს, რომელიც წყვილმა შარშან შეიძინა.
ჯენიფერ ლოპესი იდეალურ ფორმაში იყო, მუცლის პრესი, რელიეფური მკლავები და ნავარჯიშები ფეხები – როგორც ცნობილია, ლოპესი კარანტინის დროს დაუღალავად ვარჯიშობდა და შედეგიც სახეზეა.
მსახიობსა და მომღერალს შავი„ ლეგენსები“, ასევე შავი, ტანზე მომდგარი მაისური და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.