LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კაბა და წინდები – სარა ჯესიკა პარკერის უჩვეულო გამოჩენა „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღებ მოედანზე

1271
Untitleddddd

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. სარა ჯესიკა პარკერი და მისი გმირი, ქერი ბრედშოუ თავის გულშემატკივრებს გლამურული „ლუქებითა“ და ბრენდული ფეხსაცმლით მუდამ ანებივრებს, თუმცა მისი უკანასკნელი გამოჩენა გამონაკლისი გახდა.

ქერი ბრედშოუ ნიუ-იორკის ქუჩებს იპყრობს – უახლესი ფოტოები სერიალის „სექსი დიდ ქალაქში” გადასაღები მოედნიდან

გადასაღებ მოედანზე პარკერმა კლასიკური ფეხსაცმელი სანდლებზე გაცვალა, რომელიც ვარსკვლავს წინდებზე ეცვა. მას გვერდს სინტია ნიქსონი უმშვენებდა.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ უახლესი ინფორმაცია გავრცელდა, ტელე-შოუს პროდიუსერმა განაცხადა, რომ გადაღებები დიდი წარმატებით მიმდინარეობს და მალე HBO Max სერიალის პრემიერიდან 20 წლის შემდეგ მეორე სეზონსაც გამოუშვებს. უფრო მეტიც, შესაძლოა განახლებული სერიალის რიგით მეორე სეზონში ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი, სამანტაც კი ვიხილოთ.

სამანტა ბრუნდება, HBO Max კიდევ ერთ სეზონს გადაიღებს – სიურპრიზი „სექსი დიდ ქალაქშის” გულშემატკივრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები