რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინების შემდეგ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა.
ცოტა ხნის წინ, 40 წლის ვარსკვლავმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის უახლესი კოლექცია წარადგინა და ფოტოები „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. კიმმა თმა ქერად შეიღება, რამაც მას სრულიად სხვა იერი შესძინა. შეგახსენებთ, კიმი ქერა თმით ბოლოს 2018 წელს გამოჩნდა.
მის ახალ იმიჯს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი ფიქრობს, რომ კიმს ახალი ვარცხნილობა არ უხდება, ზოგიც ვარსკვლავს ქათინაურებით ავსებს.
„საშინელებაა“, „რადიკალურად შეიცვალა“, – წერენ კომენტარებში.



