„კანის“ 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
,,კანის კინოფესტივალი” მსოფლიო ბოიკოტს უერთდება და რუსული დელეგაციის მიღებაზე უარს ამბობს
ტრადიციულად, წითელი ხალიჩა უამრავმა ვარსკვლავმა დაამშვენა. მათ შორის განსაკუთრებით მსახიობი, ჯულიანა მური გამოირჩეოდა, მან „ბოტეგა ვენეტას“ ატლასის შავი კაბა მოირგო, რომელსაც ღრმა დეკოლტე ამშვენებდა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასევე „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, ევა ლონგორია მოექცა. ის „ალბერტა ფერეტის“ შავი კაბით გამოჩნდა.
ცნობისთვის, „კანის საერთაშორისო კინოფესტივალი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა, ის პირველად 1946 წელს, საფრანგეთის სანაპიროზე, ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიური კინოფესტივალის სახე მიიღო.
წლევანდელი კინოფესტივალი 17 მაისიდან 28 მაისამდე გაგრძელდება.