LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ქონებას ვერ იყოფენ – განქორწინების მიზეზი ცნობილია

228
37684698-0-image-m-77-1609958974880

ჯერ კიდე გასული წლის ზაფხულში გავრცელდა ჭორები, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის  ქორწინებაში ბზარი გაჩნდა.  თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია წყვილს არ დაუდასტურებია.  თუმცა, როგორც ჩანს, ტაბლოიდები არასდროს ცდებიან. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ 6 წლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი შორდებიან.

თუმცა, საქმე არც თუ ისე მარტივადაა, წყვილი 22,2 მილიარდ დოლარს ფლობს და ქონების გაყოფა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ორივესთვის ყველაზე სასურველი „ჰიდენ ჰილზში“ მდებარე 60 მილიონი დოლარის ღირებულების ვილაა, რომლის ფართიც 15 667 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„კიმი ცხოვრებას სერიოზულად უყურებს, ის ახლა ადვოკატურაზე სწავლობს და რეფორმების საქმეზე აქტიურად მუშაობს, ამ დროს კი კანიე საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას და რაღაცეებს ბოდავს, სწორედ ეს არის უთანხმოების მიზეზი“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი 4 მცირეწლოვან შვილს ზრდის. აღსანიშნავია, რომ კიმისთვის ეს მესამე ქორწინებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები