40 წლის კიმ კარდაშიანი კანიე უესტთან განქორწინების შემდეგ ნელნელა ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. ამჯერად კიმმა თავის აქსესუარების კოლექციას ახალი ექსპონატი შემატა. საუბარია კბილის მოსართავზე, რომელიც ოპალისა და ბრილიანტის ქვებითაა მორთული.
ქვედა ტუჩის ახლო კადრი რეალითი შოუს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ახალი „ტუჩსართი“ მას ქვედა კბილებზე უკეთია.


