LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კირა ნაიტლის იშვიათი გამოჩენა ქალიშვილებთან და მეუღლესთან ერთად

222
safe-image (1)

35 წლის ბრიტანელი მსახიობი კირა ნაიტლი, იმ ვარსკვლავთა რიცხვშია, რომლებიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობენ და პაპარაცების ობიექტივშიც საკმაოდ იშვიათად ექცევიან, თუმცა, მოხერხებულმა პაპარაცებმა  მაინც მოახერხეს და ის ლონდონში, 36 წლის მეუღლესთან, ჯეიმ რრაიტონთან და ქალიშვილებთან ერთად დააფიქსირეს.

წყვილს ყოველდღიური ტანისამოსი ეცვა. კირა უმაკიაჟოდ იყო, მას „ადიდასის“ მაისური ამშვენებდა.

შეგახსაენებთ, მსახიობმა ჟურნალ The Financial Times-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა. მსახიობმა აღიარა, რომ როდესაც კამერების წინაშე შიშველი იდგა, ეს მას უხერხულბასა და დისკომფორტს არასდროს უქმნიდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ის დედა გახდა, სიშიშვლესთან და პიკანტურ სცენებთან მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა და გადაწყვიტა, კამერების წინაშე აღარასდროს გაშიშვლდეს.

„მე საკუთარი სხეულით სავსებით კმაყოფილი ვარ, თუმცა, აღარ მსიამოვნებს გადამღები ჯგუფისა და კამერების წინაშე შიშველი დგომა, მე უკვე ორი შვილის დედა ვარ“ – ამბობს ვარსკვლავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები