ჯორჯ კლუნმა სულ ცოტა ხნის წინ საქველმოქმედო ფონდის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და სახალისო ვიდეოც ჩაწერა. მან არაერთ საკითხზე ისაუბრა, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო კლუნის მაისური გახდა, რომელზეც ბრედ პიტის პორტრეტია აღბეჭდილი. უფრო მეტიც, მას ბრედის ფოტოთი ბალიშიც აქვს.
„მე ბრედის ყველაზე დიდი ფანი ვარ“, – აცხადებს კლუნი.
ცნობისთვის, პიტსა და კლუნს უამრავი ერთობლივი ფილმის გარდა მრავალწლიანი მეგობრობაც აკავშირებთ.




