უდავოა, 83 წლის მსახიობი და აქტივისტი, ჯეინ ფონდა შეუდარებლად გამოიყურება. ვარსკვლავი გამოცემებთან ასაკსა და საპირისპირო სქესზე მუდამ გულახდილად საუბრობს.
მოდის სიმბოლომ ახლახანს გამოცემა Grazia-ს გარეკანი დაამშვენა. ის როგორც ყოველთვის გლამურული „ლუქით“ გამოჩნდა და არც ღია საუბარს მოერიდა. მისი განცხადებით, მას მამაკაცების ყურადღება გამუდმებით სჭირდება.
„თავიდან, როდესაც ფემინისტი გავხდი, ჩემს გარეგნობას არ ვაქცევდი ყურადღებას, ახლა კი მსურს, რომ მამაკაცები ჩემი გარეგნობითა და მომხიბვლელობით მუდამ აღტაცებულნი იყვნენ და ხშირად მიმეორებდნენ, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები“, – აცხადებს ფონდა.
ვარჯიში, რომელიც 83 წლის ჯეინ ფონდას ახალგაზრდულ ფორმებს უნარჩუნებს