LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნაძალადევში კერძო სახლი 5 მლნ ლარად იყიდება

13955
2-ca16bb0f-5ba2-4b17-a36a-8aa575ba38a1

საუნა, დახურული და ღია აუზები, საპარკინგე სივცრე, ჩანჩქერი და ბამბუკის შხაპი  – ეს მცირე ჩამონათვალია იმ აღწერილობიდან, რომელიც თან ახლავს გასაყიდად გამოტანილ, ნაძალადევში მდებარე კერძო სახლს. უძრავი ქონების ღირებულება 1 600 000 აშშ დოლარია, რაც თითქმის 5 მლნ ლარს შეადგენს.

განცხადება და ფოტომასალა კერძო სახლის შესახებ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, სახლის ფართობი 1000 კვ.მ-ია, სახლს აქვს 7 ოთახი, აქედან 4 საძინებელი.

„ეს ვილა მდებარეობს თბილისის დიდ ტბასთან ახლოს, თბილისის ცენტრის მთავარი მოედნიდან (თავისუფლების მოედანი) დაახლოებით 7 კმ-ის დაშორებით, წვდომა ქარვასლას სავაჭრო ცენტრთან არის დაახლოებით 3 კმ. ვილა მდებარეობს თბილისის საუკეთესო და სასიამოვნო კლიმატში. ამ ვილის მშენებლობაში გამოყენებულია მასალები ესპანეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები