LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ Volkswagen-ის ახალი სედანები, რომელიც საწყობში წლობით დატოვეს

131
Volkswagen

ჩინეთის ერთ-ერთ საწყობში იპოვეს Volkswagen Santana-ს 5 ახალი სედანი, რომელიც 2012 წელსაა გამოშვებული. აღნიშნული მოდელი საკულტოდ ითვლება რამეთუ საავტომობილო ბაზრის ტრანსფორმაციის დასაწყისად ითვლება. Santana-ს დებიუტი 1983 წელს შედგა და ადგილობრივ ავტომფლობელთა შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სედანის პირველი თაობა ჩინეთში 2013 წლამდე გამოდიოდა. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საწყობში 5 საკულტო ავტომობილი იპოვეს და ხუთივე  ქარხნულ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

ავტომობილები იპოვეს ჩინური ფირმის სპეციალისტებმა, რომლებიც Volkswagen-ის ძველი მოდელების ნაწილების გაყიდვით არიან დაკავებული. ხუთივე სედანი უნაკლო მდგომარეობაშია შემონახული და გზაზეც არც ერთი არასდროს გასულა. მანქანები 1,8 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავებითაა დაკომპლექტებული და 102 ცხენის ძალის სიმძლავრის აგრეგატი 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები