LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „რა უდევს ჯიბეში?“ – ჯონი დეპი ჩეხეთში ჩაფრინდა – ნახეთ ვარსკვლავის საინტერესო იმიჯი

120
page

როგორც ცნობილია, სასამართლომ ჯონი დეპს უფლება მისცა, ყოფილი ცოლის, ემბერს ჰარდის წინააღმდეგ სარჩელი კიდევ  ერთხელ შეიტანოს. მიუხედავად სტრესული სიტუაციისა, 58 წლის მსახიობი დროს არ კარგავს და აქტიურადაა ჩართული კინოს საერთაშორისო ფესტივალის ღონისძიებებში. ცოტა ხნის წინ ჯონი ლონდონიდან ჩეხეთში ჩაფრინდა, სადაც მას გულითადი დახვედრა მოუწყვეს.

არც ჯონი იყო გულგრილი თავისი გულშემატკივრების მიმართ. ის გულითადად უღიმოდა და ხელს უქნევდა ფანებს. რაც შეეხება ,,კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავის ჩაცმულობას, პაპარაცებმა მსახიობი მიყოლებით სამ ღონისძიებაზე გადაიღეს.

დეპის სამივე გამოჩენა განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯონის მწვანე, ყოველდღიური ქურთუკი მოექცა, მსახიობს ჯიბეებში უცნაური ნივთები ეწყო.

„რა უდევს ჯიბეში?“, „ფუნჯი რა უნდა?“, – წერენ კომენტარებში.

„ჰოლივუდი ბოიკოტს მიცხადებს“ – ჯონი დეპის პირველი ინტერვიუ ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები