LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Renault-მა ახალი კროსოვერი Boreal წარადგინა

108
Renault-მა ახალი კროსოვერი Boreal წარადგინა

Renault-მა თავისი ახალი კროსოვერი – Boreal ოფიციალურად წარადგინა. ფაქტობრივად, ეს არის განახლებული Dacia Bigster, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება, თუმცა არ შევა დასავლეთ ევროპის ბაზარზე, სადაც ორიგინალი Bigster-ი უკვე ხელმისაწვდომია.

ძირითადი მახასიათებლები:

ძრავი — 1.3 ლიტრიანი ტურბო ბენზინის.

მაქსიმალური სიმძლავრე — 138-163 ცხენის ძალა, დამოკიდებულია საწარმოო რეგიონზე.

გადაცემათა კოლოფი — 6-საფეხურიანი რობოტიზებული.

აჩქარება 0-100 კმ/სთ — 9.3 წამი.

ზომები და დიზაინი:

სიგრძე — 4.6 მეტრი

საბაზისო სიგრძე — 2.7 მ (ისევე როგორც Bigster-ს)

საბარგულის მოცულობა — 1770 ლიტრი უკანა სავარძლების გადაწევის შემთხვევაში.

ექსტერიერი გამოირჩევა თანამედროვე, დეტალიზებული წინა ნაწილის დიზაინით — მკვეთრი შუქებით, არატრადიციული რადიატორის ბადითა და კაპოტით. უკანა ნაწილი უფრო კლასიკურ სტილს ინარჩუნებს ვიწრო, ჰორიზონტალური ფარებით. თურქეთში წარმოებული ვერსიები მიეწოდება 54 ბაზარს, მათ შორის: აღმოსავლეთ ევროპას და ახლო აღმოსავლეთს.

სერიული წარმოება 2025 წლის ბოლოს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები