მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემი მოდელ, ჰანა კროსს დაშორდა, გოგონა გლამურულ ღონისძიებებზე აღარ ჩნდებოდა და პაპარაცებს ემალებოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ის ლეონარდო დიკაპრიოს იუბილეზე მაინც გადაიღეს, გლამურული ღონისძიებისთვის ჰანამ ჯინსის ორეული და შავი ჩექმა მოირგო. აღსანიშნავია, რომ მოდელი წვეულებაზე მარტო, პარტნიორის გარეშე მივიდა.
ბრუკლინ ბექჰემისა და ჰანა კროსის კონფლიქტი
ლეონარდოს ახალგაზრდა მოდელების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. აღნიშნულმა ფოტოებმა საზოგადოებაში ეჭვის ნაპერწკალი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ ჰანა კამილას საოცრად ჰგავს.
ცნობისთვის, 47 წლის ლეონარდო უკვე წლებია 24 წლის მოდელს და დამწყებ მსახიობს, კამილა მორონეს ხვდება.
ფოტო: ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს იშვიათი გამოჩენა

