LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „სანდრასთან კიდევ ვითანამშრომლებდი, ჩვენ შორის საოცარი ქიმიაა“ – კიანუ რივზის Esquire-ის გარეკანზე

389
page

57 წლის კიანუ რივზი Esquire-ის გარეკანზე მოხვდა. მსახიობი საოცრად დახვეწილი იმიჯით გამოჩნდა და ფოტოსესიაში არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო. გამოცემასთან ინტერვიუში კიანუმ სანდრა ბულოკზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან კიდევ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებდა, რადგან მათ გადასაღებ მოედანზე საოცარი „ქიმია“ აკავშირებდათ.

„იმედი მაქვს ჩვენ კვლავ ვითანამშრომლებთ, ის არაჩვეულებრივი მსახიობი და სასწაული ადამიანია, ვფიქრობ, რომ ჩვენ საოცარი ქიმია გვაქვს“, – ამბობს რივზი.

შეგახსენებთ, კიანუმ და ოსკაროსანმა სანდრა ბულოკმა 1994 წლის ფილმში, „სიჩქარე“ ითამაშეს. მას შემდეგ დასავლური მედია წერდა, რომ წყვილს რომანი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით სანდრამ აღნიშნული ჭორები უარყო.

კიანუ რივზმა გადამღები ჯგუფის წევრებს „როლექსის“ საათები აჩუქა – რა დაუჯდა გულუხვ მსახიობს საჩუქრები

ფოტო: კიანუ რივზი კვლავ შეყვარებულია – მსახიობი და ალექსანდრა გრანტი ბევერლი-ჰილსზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები