საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე „დინამო-არენაზეა“.
მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე სტადიონზე მისულ ნაკრებს ქუჩაში გულშემატკივრები დახვდნენ და ფეხბურთელები პიროტექნიკის გამოყენებითა და დიდი ოვაციებით გაამხნევეს.
როგორ ცნობილია, საქართველოს ნაკრებს ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი აკლია – ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი არ არიან, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
საქართველოს ნაკრები მოედანზე ამ შემადგენლობით გამოვა:
ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კაჭარავა.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას.




