„სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი, სარა ჯესიკა პარკერი ფეხსაცმელების საკუთარი ბრენდის, SJP დაარსებიდან 7 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მას მაღაზია ნიუ-იორკში აქვს გახსნილი, სადაც თავად მუშაობს, ის მაღაზიაში შემოსულ მყიდველს ფეხსაცმელს თავად ურჩევს და მოზომვაშიც ეხმარება.
„ისტორია გრძელდება… სექსი დიდ ქალაქში“ ბრუნდება – სარა ჯესიკა პარკერმა და HBO-მ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს
ამჯერად 55 წლის ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როდესაც ბუტიკში ფეხსაცმელების სექციასთან ჯინსებსა და კუბოკრულ ზედაში პოზირებდა.



ცნობისთვის, საკულტო სერიალი ეკრანებს უბრუნდება. HBO-მ ყველასთვის სასიხარულო სიახლე ოფიციალურად დაადასტურა. გადარებები უკვე იწყება.
თუმცა ყველასათვის საყვარელი სერიალის გმირები არასრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. ფილმს კიმ კეტროლი გამოაკლდება. „სამანტა“ სერიალში მონაწილეობას აღარასდროს აპირებს, ამის მიზეზი კი სარა ჯესიკა პარკერთან უთანხმოებაა.

ვინ შეცვლის „სამანტას“ საკულტო სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ – ახალი დეტალები