ოთხი საძინებელი, სამი სააბაზანო ოთახი, დიდი, ნათელი მისაღები, სამზარეულო, ბიბლიოთეკა და უზარმაზარი აუზი – ეს შარლიზ ტერონის სახლია, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. მსახიობმა ის 2005 წელს, 737,000 დოლარად შეიძინა. ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვარსკვლავი სახლს ყიდის, მისი ფასი 1,8 მილიონი დოლარია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა უძრავი ქონების გაყიდვის მიზეზი, თუმცა ტაბლოიდების ცნობით, ორი შვილის დედა უფრო დიდი სახლის შეძენას გეგმავს.