ლილ ნასი 17 სექტემბერს სადებიუტო ალბომს, Montero გაავრცელებს. მასში სიმღერები: Montero (Call Me By Your Name), Industry Baby და Sun Goes Down შევა.
არტისტმა ახლახან სტუდიური ჩანაწერის გარეკანი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ვიზუალური ნამუშევარი ანიმაციური შოუს „სპანჩ ბობის“ გავლენით შეიქმნა. გარეკანზე მუსიკოსი სრულად შიშველი პოზირებს.
ლილ ნასის ახალმა კლიპმა საზოგადოება შოკში ჩააგდო
თუმცა, ნამუშევრის პოპულარიზაციისთვის მან მხოლოდ ეს არ იკმარა. სულ ცოტა ხნის წინ მან ფოტოები გაავრცელა და განაცხადა, რომ ორსულადაა, ნასის განცხადებით, მას შვილი მიმდინარე თვეს ეყოლება. ლილ ნასი დიდი მუცლით პოზირებდა და გამომწერები შოკში ჩააგდო, თუმცა ბუნებრივია, ეს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი ეპატაჟური ნაბიჯია. ის საკუთარ ალბომს, შვილს უწოდებს.
„სიურპრიზი, დაუჯერებელია, როგორც იქნა ამას ვაცხადებ, ჩემი ბედნიერებაა Montero 17 სექტემბერს მოევლინება სამყაროს“, – წერს ლილ ნასი „ინსტაგრამზე“.