LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თბილი შეხვედრა ფანებთან – ჯონი დეპი რომში ვესტერნული იმიჯით გამოჩნდა

152
page

ყოფილი ცოლთან, ემბერ ჰარდთან დაუსრულებელმა სასამართლო პროცესებმა ჯონი დეპის კარიერა უკიდურესად დააზარალა, თუმცა, ბოლო პერიოდში მსახიობი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე, მან დიდი პაუზის შემდეგ „დიორის“ სარეკლამო კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჯონი დეპი მგლების გარემოცვაში – მსახიობი „დიორის“ არომატის ცეცხლოვან რეკლამაში გადაიღეს

სულ ცოტა ხნის წინ 58 წლის მსახიობი „რომის კინოფესტივალს“ დაესწრო და არაერთი დასამახსოვრებელი ფოტოც გადაიღო. მას თავისი გულშემატკივრებისთვის დრო მუდამ აქვს. რომის ქუჩებში ის ფანებს საოცრად თბილად შეხვდა. ვარსკვლავის სტილი, როგორც ყოველთვის გამორჩეული იყო. მან ვესტერნული იმიჯი მოირგო. დეპს დიდი ზომის ქუდი ეფარა, კისერზე ნაცრისფერი შარფი ჰქონდა მოხვეული, ტყავის შარვალს კი მან ნაქარგებით გაფორმებული ქურთუკი შეუხამა.

„ჰოლივუდი ბოიკოტს მიცხადებს“ – ჯონი დეპის პირველი ინტერვიუ ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები