LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უიშვიათეს დაავადებასთან მებრძოლი სელინ დიონის გამოჩენას გულშემატკივრების დიდი ემოციები მოჰყვა

426
page

56 წლის ლეგენდარული არტისტი, სელინ დიონი პირობას ასრულებს და მიუხედავად ურთულესი დაავადებისა, ბრძოლას არ წყვეტს. ამჯერად მომღერალი პარიზში გადაიღეს. ამ დღეს სელინი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და შესანიშნავ განწყობაზეც იმყოფებოდა.

მას შავი, „ოვერსაიზ“ შარვალი და პიჯაკი ამშვენებდა, რომელსაც მან თეთრი პერანგი შეუხამა.

ცნობისთვის, გასულ თვეს ლეგენდარული არტისტის დოკუმენტური ფილმის, I Am: Celine Dion პრემიერა შედგა. მომღერალი უიშვიათესი დაავადების, „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ (Stiff Person Syndrome) შესახებ საუბრობს და ძალიან ემოციურ კადრებს გვიზიარებს.

„მე ძალიან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს. ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაავადებასთან ერთად ცხოვრება რთულია. თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“, – ამბობს სელინი თრეილერში.

მძიმე დაავადებასთან მებრძოლი სელინ დიონი საჯაროდ გამოჩნდა – მომღერალი ფანტასტიკურ ფორმაშია

56 წლის სელინ დიონი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“ – ნახეთ სელინ დიონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის სულისშემძვრელი თრეილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები