LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბენ აფლეკი კვლავ ექს-მეუღლესთან ჟღურტულში გამოიჭირეს

408
page

ბენ აფლეკი კვლავ ჯენიფერ გარნერთან ერთად გადაიღეს. ექს-წყვილი, რომელსაც სამი საერთო შვილი ჰყავს, ბოსტონში, Red Sox-ის მატჩს ესწრებოდა. მათ თან 16 წლის შვილი, ფინი ახლდათ.

ბენი და ჯენი ერთად ისხდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ, თვალებში შესციცინებდნენ და აშკარად კარგად გრძნობდნენ თავს ერთად.

როგორც ცნობილია, ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა განშორების შემდეგაც მოახერხეს თბილი ურთიერთობის შენარჩუნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მრავალ წარუმატებელ ურთიერთობა გამოვლილი აფლეკი ჯენიფერ გარნერთან განქორწინებას ნანობს. აფლეკის გარემოცვასთან დაახლოებული პირების თქმით, ის ხშირად ამბობს, რომ დრო რომ უკან დააბრუნონ, ყველაფერს გააკეთებდა ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

ჯენიფერ გარნერმა „ინსტაგრამზე“ ბენ აფლეკის ფოტო გაავრცელა

„გამოწკეპილი“ ბენ აფლეკი კვლავ ჯენიფერ გარნერთან ერთად გადაიღეს – უახლესი ფოტოები

ბენ აფლეკი ჯენიფერ გარნერთან განქორწინებას ნანობს – შოკისმომგვრელი განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები