LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ბობ მარლის ვუსმენდი“ – ნაომი კემპბელი ქალიშვილის დაბადების მომენტს იხსენებს

131
page

გასულ კვირას 51 წლის ტოპ-მოდელმა, ნაომი კემპბელმა საზოგადოება მოულოდნელი სიახლით გააოცა. ვარსკვლავი დედა პირველად გახდა. ვარსკვლავმა აღნიშნული გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში ყოფნის დროს მიიღო. ნაომიმ საკუთარი კვერცხუჯრედი გაყინა და სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.

ფოტო: ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ

„მისი ვინაობა ალბათ ყველას გაგვაოცებს“ – ცნობილი გახდა ნაომი კემპბელის გასაიდუმლოებული შეყვარებულის შესახებ, ვისთან ერთადაც მოდელი ქალიშვილს გაზრდის

სულ ცოტა ხნის წინ ნაომის ახალი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მოდელმა ქალიშვილის შეძენის მნიშვნელოვან მომენტზე ისაუბრა. ნაომის განცხადებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ის ბობ მარლის უსმენდა.

„როგორც იცით, ქალიშვილი შემეძინა და ამ მნიშვნელოვან მომენტში ბობ მარლის ვუსმენდი, ხომ გესმით, ეს ჩემი ფესვებია“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები