ბრედლი კუპერმა ახალი ბიზნესი დაიწყო, ეს გახლავთ ყველის ბურგერები. მსახიობი ნიუ-იორკში, ფურგონში, წარწერით Danny & Coop’s Cheesesteaks გადაიღეს, ის მსურველებს თავად უკეთებდა ბურგერებს.
ფურგონს გემრიელი ბურგერების დასაგემოვნებლად ბრედლის ყოფილი მეუღლე, ირინა შეიკი და 5 წლის ქალიშვილი, ლეა ეწვია. ის აგრეთვე მისმა ახლანდელმა შეყვარებულმა, ჯიჯი ჰადიდმაც მოინახულა. ბრედლიც თავაზიანად გაუმასპინძლდა თავის ლამაზმანებს.
საბოლოოდ კი ინტერნეტსივრცეში საოცრად სახალისო ფოტოები გავრცელდა.
პაემანი წვიმიან ნიუ-იორკში – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი სეირნობის დროს გადაიღეს