ჯონი დეპმა ნიუ-იორკში გამოფენა მოაწყო. 61 წლის მსახიობმა საზოგადოებას ექსპერიმენტული ხელოვნების ნიმუშები წარუდგინა. გამოფენას მსახიობის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის სახელწოდებაა, A Bunch of Stuff, – „ხარახურა“ რომელზეც დეპის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და მისი პირადი ნივთები იყო წარმოდგენილი.
ორიგინალურმა გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„დეპის ხარახურაც ხელოვნების ნიმუშია“, „უნიჭიერესია ეს კაცი“, „მრავალმხრივი ნიჭი არასდროს იკარგება“, – არ წყდება კომენტარები.
ჯონი დეპის ახალი „ჰოლივუდური ღიმილით“ – 61 წლის მსახიობი „სან- სებასტიანის“ ფესტივალზე ბრწყინავს



