LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ჰოლივუდი ბოიკოტს მიცხადებს“ – ჯონი დეპის პირველი ინტერვიუ ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ

348
Untitleduy

ჯონი დეპმა, ყოფილ ცოლთან, ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცემა The Sunday Times-ს პირველი ინტერვიუ მისცა. მისი განცხადებით ჰოლივუდი მას ბოიკოტს უცხადებს. ცნობისთვის, ამ დროისათვის მისი ბოლო ფილმი, „მინამატა“, აშშ-ში ჯერ კიდევ არ გამოსულა, ამის მიზეზი კი ჯონის შელახული რეპუტაციაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 58 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო მიიღო.

სკანდალური ბრალდებების ფონზე ჯონი დეპმა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე უმაღლესი ჯიდლო მიიღო

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ის ფოტოჟურნალისტის, იუჯინ სმითის შესახებაა, რომელიც 70-იან წლებში იაპონიაში, მინამატას რეგიონში ჩადის.

„ზოგიერთი ფილმი ადამიანების გულთან ძალიან ახლოს მიდის. ეს ფილმი  მინამატაში მცხოვრებ ხალხს ეხება და მათ, ვინც ასეთი რამ გამოცადა… თუნდაც ჰოლივუდის ბოიკოტი ჩემდამი? ერთი ადამიანი, ერთი მსახიობი უსიამოვნო და გაურკვეველ სიტუაციაში, მთელი ამდენი წლის განმავლობაში?…“– აცხადებს ჯონი.

ჯონი დეპმა ემბერ ჰარდი დაამარცხა – ახალი დეტალები სკანდალური სასამართლო პროცესიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები