ჯონი დეპმა ყოფილი მეუღლე, ემბერ ჰარდი დაამარცხა. როგორც ცნობილია, განქორწინების შემდეგ, 35 წლის ემბერმა განაცხადა, რომ ჯონი დეპის ფული არ სჭირდებოდა და სასამართლოს მიერ გადაცემულ მილიონს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავდა. თუმცა ის ბავშვთა კლინიკებს მხოლოდ 100 000 დოლარით დაეხმარა, დანარჩენი კი მიითვისა.
სწორედ აღნიშნულ საქმეში მოიპოვა ჯონმა დამაჯერებელი გამარჯვება. ახლა უკვე ემბერ ჰარდის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. დადგენილების მიხედვით, 58 წლის მსახიობმა სასამართლო დავის წაგების შემდეგ ყველანაირი პირობა შეასრულა, რასაც ვერ ვიტყვით ჰარდზე. მან ყოფილი მეუღლისგან მიღებული თანხა მიითვისა. ეს ფაქტი კი ჯონის ადვოკატებს, სრული გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე მეტ დამაჯერებლობას მისცემს.
ცნობისთვის, ემბერ ჰარდი რამდენიმე თვის წინ გოგონას დედა გახდა, ჰარდს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ამიტომ მან სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.