24 ივლის, ჯენიფერ ლოპესს 55 წელი შეუსრულდება. არტისტმა ამ დღის გრანდიოზულად აღნიშვნა გადაწყვიტა. დასავლური მედია იუწყება, რომ წვეულება რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
პაპარაცების ობიექტივში ამჯერად ჯეი ლოს დედა, გვადალუპე როდრიგესი მოხვდა. ის ქალიშვილის იუბილეზე ცისფერ, პრინცესულ კაბაში გამოჩნდა. როგორც ჩანს, ლოპესი დაბადების დღეს ვინტაჟურ სტილში იხდის. უკვე გავრცელდა საცხენოსნო ეკიპაჟის ფოტოებიც.
თავად ლოპესმა „ინსტაგრამზე“ „სელფები“ გაავრცელა, რომლებშიც მომხიბვლელად იღიმის.
„დღეს გადასარევი დღე იქნება, ყველას საუკეთესო უქმეები“, – წერს ლოპესი.
რაც შეეხება ჯენიფერის მეუღლეს, გამოცემა People-ის ცნობით, ბენ აფლეკი წვეულებას არ დასწრებია, ის სტუმრების სიაში არ გახლავთ მოხსენიებული.
როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას საყვარელი მამაკაცის გარეშე – ჯეი ლოს უახლესი ფოტოები ჰეპტონსიდან
როგორ აღნიშნმა „ბენიფერმა“ ქორწინების ორი წლის იუბილე