LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მილოცვა დედას და მორიგი ფურორი სცენაზე – ბიონსეს ტურნეს Renaissance-ის ქრონიკები

162
page

ბიონსეს მსოფლიო ტურნე Renaissance დაიწყო. პირველი კონცერტი სტოკჰოლმში ჩატარდა. 41 წლის არტისტმა სცენაზე საოცარი პერფორმანსი შესთავაზა აუდიტორიას. მან 59 სიმღერა შეასრულა.

„ლუქების“ ცვენა და მსოფლიო ტურნე 2 მილიარდ დოლარად – ინტერნეტსივრცეში ბიონსეს გრანდიოზულ კონცერტს განიხილავენ

ამჯერად ბიონსემ, ქარდიფში, 75 000 მაყურებლის წინაშე 40 სიმღერა შეასრულა. მან არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და სცენაზე მრავალფეროვანი „ლუქებით“ გამოჩნდა. მომღერალმა „ინსტაგრამზე“ კონცერტიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სცენის უკან ეკრანზე  ტინა ნოულზ-ლოუსონის სურათი ჩანს. დედის დღისადმი მისალოც პოსტში ასევეა ვიდეო, სადაც ბიონსეს დედა ქალიშვილის სიმღერის დროს ცეკვავს.

„დედის დღეს გილოცავ. ძალიან მიყვარხარ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე”,  – დაწერა მომღერალმა.

ცნობისთვის, ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. შემდეგ კი აშშ-ში გადაინაცვლებს და 27 სექტემბერს დასრულდება. მუსიკალური ტურნეს ფარგლებში 43 კონცერტი გაიმართება. „ფორბსის“ ცნობით, ბიონსე Renaissance-ით 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

„ბიონსე თავისი ტურნეს მასშტაბებითა და შემოსავლებით ტეილორ სვიფტის ტურნეს აჯობებს“ – „ფორბსი“

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები