LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „მისის ბეზოსმა ლეოს თვალი დაადგა“ – მილიარდერების თავბრუდამხვევი საახალწლო არდადეგები იახტაზე

543
page

„ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი 56 წლის მეუღლე, ლორენ სანჩესი საახალწლო არდადეგებს პოპულარულ კუნძულ, სენ-ბარტსზე ატარებენ. წყვილი, რომელიც ერთდროულად ორ იახტაზე ისვენებს, გულშემატკივრებმა ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში გადაიღეს.

ბეზოსი და სანჩესი მეგობრებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდნენ, საუბრობდნენ და ღვინოს მიირთმევდნენ. მოგვიანებით ლორენ სანჩესი სკამზე ავიდა და ცეცხლოვანი ცეკვა დაიწყო.

აღსანიშნავია, წყვილთან ერთად ისვენებს ოსკაროსანი მსახიობი, ლეონარდო დიკაპრიო და მისი საცოლე, მოდელი, ვიტორია ჩერეტი.

სწორედ ლეო და ლორენი დააფიქსირეს პაპარაცებმა გემბანზე. მოგეხსენებათ, ლორენი ლეოს მიმართ უკვე წლებია განსაკუთრებულად თბილ დამოკიდებულებას იჩენს. ფოტოებს სოციალურ ქსელში ტრადიციულად ბევრი სახალისო კომენტარი მოჰყვა:

„მისის ბეზოსმა ლეოს თვალი დაადგა“, „ბოლოს ლეო და ლორენი ერთად დარჩებიან“, „ასეთია მილიარდერების საახალწლო არდადეგები“.

„ბოლო სერიაში ლეონარდო დიკაპრიო და ლორენ სანჩესი ერთად დარჩებიან“ – ორმაგი პაემანი სენ-ტროპეს სანაპიროზე

ლორენ სანჩესი ქმრის გარეშე – ბეზოსის ცოლი დიკაპრიოსთან პარიზში ბრწყინავს

ვიდეო: მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ცოლს დაავიწყდა, რომ ქმარი გვერდით ჰყავდა და ლეონარდი დიკაპრიოსთან ფლირტი გააბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები