LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ფოტო/ვიდეო: ნახეთ, თუ როგორ გადაიქცევა Tesla Cybertruck ბორბლებიან სახლად

50
teslacybetrack

ელექტრონული პიკაპი Tesla Cybertruck ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინეს, თუმცა კონვეიერზე ის დღემდე არ დამდგარა. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, მასობრივი წარმოება 2023 წლიდან დაიწყება, მანამდე ამ პროცესებს ხელს ელექტრონული კომპონენტების სიმცირე უშლის. ამასობაში სხვადასხვა ფირმები პიკაპის რეპლიკების გამოშვებით არიან დაკავებული და ზოგიერთი მათგანი სრულყოფილ საცხოვრებელ მოდულსაც ქმნის. მორიგი შედევრი წარადგინა კომპანია FORM-მა, რომლის კონსტრუქციაც Cybertruck-ის გარდა სხვა ავტომობილებისთვისაც გამოდგება.

პროექტის შემქმნელების განცხადებით, ამ მოდულს პიკაპის მინი-სახლად გადაქცევა შეუძლია. თანაც ეს მოდული Ford F-150-ის და Silverado-ს შემთხვევაშიც ეფექტურად გამოიყენება.

კონსტრუქციის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის კეცვადია და ავტომობილის საბარგულში თავსდება. გაშლილ მდგომარეობაში კი 6,6 კვადრატული მეტრის ფართობის, სრულფასოვან საცხოვრებელ სივრცედ გადაიქცევა. შიგნით გათვალისწინებულია ადგილი საძინებლისთვის, მცირე ზომის სამზარეულოსთვის, შხაპისა და ტუალეტისთვის, ასევე საკმარისი სივრცე ნივთების შესანახად.

FORM-მა უკვე დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება. წარმოება 2022 წლის ბოლოდან დაიწყება და მთლიანობაში 500 ეგზემპლარიანი ტირაჟით შემოიფარგლება. წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ფასი 49 500 დოლარი იქნება, შემდეგ კი 69 500 დოლარამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები