LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნინო ჩხეიძის ნირვანა აგვისტოში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაკლებული კილოგრამები: „ერთი თვე სახლში მარტომ გავატარე…“

3058
be153b54-c457-4399-a726-88f3c1098950

ნინო ჩხეიძემ ზაფხულში სრული ნირვანა მოიწყო. ერთი თვე სახლში მარტო გაატარა და ეს დრო საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმო. შედეგი საკმაოდ კარგი აქვს, დაკლებული კილოგრამები და შეცვლილი ფორმები. fortuna.ge-ს ნინო ახალი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრება.

ნინო ჩხეიძე:

მთელი ზაფხული გადაღებები და ფრენები მქონდა, საკმაოდ არასწორი დღის რეჟიმით ვცხოვრობდი, ვიყავი ძალიან დაღლილი. როცა ვიფიქრე, სად წავიდე დასასვენებლად-მეთქი, მივხვდი, რომ სახლში მინდოდა ყოფნა. ერთი თვეა, რაც ვარ სახლში, ვმუშაობ ჩემს თავზე, ვიღვიძებ დილის რვა საათზე, ვიკვებები ჯანსაღად, ცილებითა და მწვანე საკვებით, ვიღებ პროტეინს.

კონკრეტულად რა მენიუ გაქვს?

ეს არის ხაჭო, კვერცხი, კიტრი-პომიდორი, მწვანილი, სალათის ფურცლები, დილაობით უშაქრო პროტეინ ბარები, თევზი, ქათმის ხორცი, ისიც იშვიათად, ზაფხული რომაა, დიდად ხორცი არ მინდება.

რამდენი დაიკელი ამ მენიუთი?

ბოლო ერთ წელიწადში შვიდი-რვა კილო დავიკელი, ბოლო თვეებში დავიკელი სამი კილო, მაგრამ ძალიან მეტყობა, რადგან ფორმები იცვლება.

ფორმები, ალბათ, იმიტომ იცვლება, რომ ფიზიკური აქტივობაც დაიწყე…

ვიყიდე სარბენი ბილიკი, ყოველდღე დავდივარ 5 კილომეტრს. ეს ბევრი არ არის, თუმცა ესეც კი ძალიან მიჭირს, რადგან სპორტული ადამიანი არ ვარ, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. ვიკეთებ მასაჟს, მასაჟისტი მოდის ჩემთან სახლში. ყველა ვინც მხედავს, ამბობს, რომ შედეგი მაქვს.

მინდოდა დარბაზში სიარული, მაგრამ რადგან არ ვარ სპორტულ ცხოვრებას მიჩვეული და ვიცოდი, რომ ზაფხულში აუცილებლად დამეზარებოდა, მხოლოდ სარბენი ბილიკით შემოვიფარგლე, თუმცა ძალიან მინდა, სექტემბრიდან ტრენერი ავიყვანო. იქნებ, ვარჯიშის ეშხში შევიდე (იცინის).

გარდა ამისა, ვუვლი სახის კანს, დილის და საღამოს რუტინას კიდევ დავამატე რაღაცები…

ნინო, ამ ყველაფრამდე შენით მიხვედი თუ ფსიქოლოგმა გირჩია?

არა, ფსიქოლოგს არ ურჩევია, ჩემს თავს მოვუსმინე და მივხვდი, რა მჭირდებოდა. გავაცნობიერე, რომ მთელი წელი ისედაც გასული ვარ საზღვარგარეთ, კიდევ სხვაგან ყოფნა აღარ მინდოდა. მსურდა, სახლში გამეტარებინა დრო, საკუთარ თავთან…

ახლა, როცა აქტიური პერიოდი დაგეწყება, იმავე რეჟიმს როგორ შეინარჩუნებ?

აგვისტოს ბოლოს მივდივარ მონაკოში. მინდა, 30 აგვისტომდე დარჩენილი პერიოდი კარგად გამოვიყენო. ღამის ფრენები, კორპორაციულზე მუშაობისას ღამის თენება ორგანიზმს ძალიან ღლის, ამას ემატება ის, რომ სწორ კვებას მოგზაურობისას ვერ იცავ. ახლა დავიწყე საკვები დანამატების მიღება, ასევე – წყლის დალევა, დილას ერთი ჭიქა თბილი წყალი ლიმონით „რთავს“ ორგანიზმს და გვიწყობს ხელს დაკლებაში…

იმდენჯერ ახსენე შენი დღის რეჟიმი, რაც წლის განმავლობაში გაქვს, რომ როგორც ჩანს, დიდად აღარ გსიამოვნებს…

მართლა ვგრძნობდი, რომ გადამწვარი ვიყავი. ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, როგორი მნიშვნელოვანია დასვენება, უნდა დავზოგოთ თავი, რომ პროდუქტიულები ვიყოთ. მე კი ის დამემართა, რომ ყველაფრის კეთება ერთდროულად ვიცი… ეს ერთთვიანი სახლში ყოფნა ძალიან დამეხმარა. სრულიად მარტო ვარ. ეს არის სრული ნირვანა…

შემოქმედებითი ცხოვრებისგანაც დაისვენე?

სხვათა შორის, ყოველდღე ერთ საათს ვოკალში ვმეცადინეობ, დამოუკიდებლად ვაკეთებ სავარჯიშოებს. დასვენებამ ახალი იდეებიც დაბადა – გავაკეთე ახალი სიმღერა, ამ დასვენებულ ტვინზე, აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში, ცოტა დისკოში, „სოლოლაკი და აბანოთუბანი“. ამ დღეებში იქნება პრემიერა. თიზერი დავდე, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს „ტიკ-ტოკზე“. მოკლედ, ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g