ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავში“, თავის ნიჭთან ერთად, ფართო აუდიტორიის ყურადღებას ჩაცმულობითაც იქცევს.
ნუცა ყოველთვის გამოპრანჭულია, თმა ფორმაში აქვს, მუდამ უკეთია კარგი მაკიაჟი და რაც მთავარია, ყველა გამოსვლაზე უპირატესობას ქართველი დიზაიენრების სამოსს ანიჭებს.
მისი ფავორიტი უდავოდ თაკო მექვაბიძეა, ბათუმელი დიზაინერი საინტერესო ნამუშევრებით.
დუეტების ტურში, ასევე სოლო გამოსვლებისას, ნუცას სამჯერ ეცვა თაკო მექვაბიძის კოლექციებიდან სამოსი.
დუეტების ტურში მწვანე მოსასხამი.
სოლოგამოსვლისას შავი, ტანზე მორგებული და მოტკეცილი კომბინეზონი.
ხოლო კიდევ ერთ სოლო ტურში მწვანე ფერის მოტკეცილი კომბინეზონი ვერცხლისფერი შტრიხებით.
კეტი პერიმ ახლახან კიდევ ერთ ტურზე, სადაც გრეის პორტერის სიმღერა შეასრულა, აღნიშნა, რომ ნუცას ძალიან უყვარს გლითერი, ანუ ბრჭვიალა ელემენტები და სამოსი.
ჟიურისთან შეხვედრისას მას სტაფილოსფერი ორეული ჰქონდა მორგებული, რომელიც ანუკი არეშიძის კოლექციიდან არის.
ახლახან კი მან გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, რომელიც ნიუ იორკში აქვს გადაღებული და სადაც შავი ორეული აცვია, ასევე ანუკი არეშიძის კოლექციიდან.