ანჯელინა ჯოლიმ ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის მდებარე სასაზღვრო ზონა მოინახულა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესს გაეცნო. 50 წლის მსახიობი ფოტოობიექტივში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს მოხვდა.
ჯოლი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში, ეგვიპტეში რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის დასათვალიერებლად ჩავიდა.
ვარსკვლავი ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი და არც მაკიაჟი ეკეთა. საზოგადოებას ანჯელინა რადიკალურად შეცვლილი მოეჩვენა. ფოტოების გავრცელების შემდეგ მისი ვიზუალის შესახებ კომენტარები არ წყდება:
„რა სჭირს სახეზე?“, „რადიკალურადაა შეცვლილია“, „რაიმე ოპერაცია გაიკეთა?“,„ნუთუ ეს ანჯელინაა?!“