„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, არის რაღაცები, რაც გამოგვეპარა. მოგეხსენებათ, 2025 წლის დაჯილდოებაზე მთავარი ტრიუმფატორი 62 წლის დემი მური გახლდათ, რომელმაც „საუკეთესო ქალი მსახიობის“ ნომინაციაში, სკანდალური ფილმისთვის „სუბსტანცია“, გამარჯვება მოიპოვა.
ახლახან, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა აქამდე უცნობი ვიდეო, რომელშიც სწორედ დემი მური და ენდრიუ გარფილდი არიან აღბეჭდილნი. 41 წლის ენდრიუ დემის თვალებში შესცქერის და მას ათასგვარ ქათინაურს ეუბნება. განსაკუთრებულია მათი ერთობლივი ფოტოებიც, რომლებიც ამავე საღამოს არის გადაღებული.
ინსაიდერების ცნობით, ენდრიუ დაჯილდოების შემდეგ დემის სახლთან გადაიღეს, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პარტნიორი არც დემის ჰყავს და არც ენდრიუს.