43 წლის პოპ-ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი კვლავ საზოგადოების მხრიდან განხილვის მთავარი სამიზნეა. მიზეზი ახალი ვიდეოებია, რომლებიც მომღერალმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
გამომწერებმა შენიშნეს დეტალები, რომლებმაც ბრიტნის შემაშფოთებელი მდგომარეობის შესახებ მორიგ ეჭვებს დაუდო საფუძველი. ფოტოებსა და ვიდეოებში სახლში საშინელი არეულობა და ანტისანიტარიაა. იატაკზე გაურკვეველი ნივთები ყრია.
„როგორც ჩანს არც შინაურ ცხოველებს უვლის“,„ბრიტნი, შეწყვიტე ამ საშინელი ვიდეოების გადაღება, შენს ჯანმრთელობას სერიოზული დახმარება სჭირდება“, „სასწრაფოდ სჭირდება დამხმარე ან მედიკამენტები“, – არ წყდება კომენტარები
„საბოლოოდ დადასტურდა…“ – ბრიტნი სპირსის შოკისმომგვრელი ფოტოები



