LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „შარვალში ჩავუყავი ხელი და ბრილიანტის ყელსაბამი ამოვიღე“ – კეიტ მოსი დეტალურად იხსენებს, თუ როგორ მიიღო პირველი საჩუქარი ჯონი დეპისგან

356
Untitled.pngsdfsdfds

კეიტ მოსმა „ვოგის“ პოდკასტში დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ მიიღო საჩუქრად ცხოვრებაში პირველი ბრილიანტის ნივთი. ეს მოხდა შორეულ 90-იან წლებში, როდესაც მოდელი ჯონი დეპს ხვდებოდა. დეპმა საყვარელ ქალს ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქა, თანაც ჩუქების ფორმა საოცრად ორიგინალური, ეპატაჟური და უჩვეულო იყო .

„ჩემს ცხოვრებაში პირველი ბრილიანტის სამკაული ჯონისგან მივიღე. ყელსაბამი მან პირდაპირ უკანალიდან გამოაძრო. ჩვენ ვახშმობდით, უეცრად მან მე მითხრა, მე „იქ“ რაღაც მაქვს, იქნებ შეხედოო, მე შარვალში ჩავუყავი ხელი და ბრილიანტის ყელსაბამი ამოვიღე“, – იხსენებს კეიტი სიცილით.

მან ისიც აღნიშნა, რომ დეპი რომანტიკული ჟესტებით და სიურპრიზებით გამოირჩეოდა. ერთხელ, როდესაც კეიტს 32 წელი შეუსრულდა, იუბილეს აღსანიშნავად ჯონმა მისთვის აბაზანა  შამპანურით აავსო.

შეგახსენებთ, დეპი და მოსი ერთმანეთს 1994-1998 წლებში ხვდებოდნენ. დაშორების შემდეგ მათ მოახერხეს და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. კეიტმა ყოფილ გულის სწორს სასამართლო პროცესში მხარი დაუჭირა და მის სასარგებლოდ ჩვენება მისცა.

„მე ვიცი სიმართლე ჯონის შესახებ“- კეიტ მოსი „ბიბისის“ პირდაპირ ეთერში ჯონი დეპზე ალაპარაკდა

„ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ“ – კეიტ მოსის ჩვენება

„კეიტ მოსმა ჯონი დეპის საგრიმიოროში რამდენიმე საათი გაატარა“- მიატოვებს თუ არა 48 წლის მოდელი 33 წლის გერმანელ გრაფს ყოფილი გულისწორისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები