LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვიცი სიმართლე ჯონის შესახებ“- კეიტ მოსი „ბიბისის“ პირდაპირ ეთერში ჯონი დეპზე ალაპარაკდა

440
page

კეიტ მოსი დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე იყო. მან ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ჯონის მასზე არასდროს უძალადია.

„ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ“ – კეიტ მოსის ჩვენება

სულ ცოტა ხნის წინ კი მოდელმა „ბიბისის“ რადიოს ეთერში ყოფილ შეყვარებულზე გულწრფელად ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი დეპს.

„მე მჯერა სიმართლის, მჯერა პატიოსნებისა და სამართლიანობის. მე ვიცი სიმართლე ჯონის შესახებ. ვიცი ის, რომ მას არასდროს დავუგორებივარ კიბეებიდან“, – აცხადებს კეიტი.

მან ნარკოდამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2005 წელს ისეთი რთული  მდგომარეობა ჰქონდა, რომ მისგან მისი ქალიშვილის წაყვანასაც აპირებდნენ.

„კეიტ მოსმა ჯონი დეპის საგრიმიოროში რამდენიმე საათი გაატარა“- მიატოვებს თუ არა 48 წლის მოდელი 33 წლის გერმანელ გრაფს ყოფილი გულისწორისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები