გასულ კვირას ჟურნალმა TIME 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოაქვეყნა. გამოცემამ კინოს, მოდის, პოლიტიკის, სპორტისა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელი, 6 კატეგორიაში წარადგინა. ესენია: ხელოვანები, კერპები, ლიდერები, ტიტანები, პიონერები და ინოვატორები.
რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში TIME-ის გალა-კონცერტი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე უამრავ ვარსკვლავს შორის გამოჩნდა ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი, რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი.
ისინი პაპარაცების ობიექტივში ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ. ამ დღეს 37 წლის ბლეიკი, როგორც ყოველთვის, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მას მუქი ვარდისფერი, შლეიფიანი კაბა ამშვენებდა, 48 წლის რაიანი კი კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.


