ნინო ჩხეიძემ ახლახან ზუგდიდში კონცერტი გამართა. რესტორან „მონოპოლში“ მომღერალს, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი გარემო დაახვედრეს.



ნინომ არაჩვეულებრივი საღამო დააანონსა და როგორც ჩანს, მსმენელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა მისი სოლოკონცერტით, რადგან მომღერლის გვერდზე არაერთი ვიდეო გამოჩნდა.
ნინომ თავისი რეპერტუარიდან არაერთი ჰიტი შეასრულა.
მომღერალმა დამსწრე საზოგადოება ადვილად აიყოლია.