52 წლის ბრენდან ფრეიზერს HBO-ს ფილმში გადაიღებენ. Batgirl-ში მსახიობი ბოროტმოქმედის როლს მოირგებს. „მუმიას“ ვარსკვლავს ახალ ფილმში პარტნიორობას ლესლი გრეისი და ჯეიკობ სციპიო გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი ბოლო წლებში რადიკალურად არის შეცვლილი. ათლეტური, სიმპათიური „ტარზანისგან“ აღარაფერი დარჩა. ბრენდანი წონაში ძალიანაა მომატებული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შესაძლოა ახალი როლისთვის და კინოეკრანებზე კვლავ გამოჩენისთვის ფრეიზერმა ჩვეული ფორმა დაიბრუნოს.
ფოტო: „ჯორჯს ჯუნგლებიდან“ ვეღარ იცნობთ